თქვენს პროფილში MOVEASY.GE -დან ა.შ.შ-ს მისამართის ველიდან, თანმიმდევრობით გადაიტანეთ მონაცმები SHEIN-ის აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე
შედით SHEIN-ის აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე გადადით პროფილზე და შემდგომ Address Book
დააწექით ADD A SHIPPING ADDRESS
მისამართის პირველ ველში აუცილებლად მონიშნეთ ლოკაციაში United States (ა.შ.შ) შემდგომ თქვენი სახელი და გვარი და ჩვენი ა.შ.შ-ს საწყობის მ/ტელფონის ნომერი რომელიც მითითებულია თქვენს პროფილში ა.შ.შ-ს მისმართის ველში (+1) 7178826709
მისამართის დარჩენილი ველების შესაყვანად დააჭირეთ Enter Address Manually
შეავსეთ მისამართის დარჩენილი ველები MOVEASY.GE -ზე მოცემული თანმიმდევრობით
Address 1: 2860 Ogletown Rd. 1-4
Address 2: ME- (თქვენი ოთახის ნომერი / ME-..... კოდი)
City: Newark
State: DE (DELAWERE)
ZIP/POST CODE:19713
აუცილებლად მონიშნეთ სლაიდი Make Default (რათა MOVEASY.GE-ს მისამართი გახდეს თქვენი მთავარი მისამართი და სწორედ MOVEASY.GE -ს საწყობში გაიგზავნოს თქვენი ამანათები) ბოლოში დააწექით დამახსოვრებას (SAVE)
გილოცავთ ! MOVEASY.GE-ს მისამართი დამატებულია, წარმატებულ შოპინგს გისურვებთ !
(კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, რომ ჩვენი მისამრთი Default ანუ მთავარ მისამართად იყოს მონიშნული)
P.S ზუსტად მსგავსი ლოგიკით/თანმიმდევრობით ხდება სხვა ყველა ამერიკულ ვებ-გვერდზე MOVEASY.GE-ს მისამართის დამატება
საკურიერო სერვისის გასაფორმებლად ამანათ(ებ)ი უნდა იყო ჩამოსული/გადახდილი/დადეკლარირებული.
1 ნაბიჯი: პირადი ანგარიშიდან შევდივართ „საკუროერო“-ში და ვამატებთ მისამართს (მისამართების დამატებაში არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი მისამართი რამდენიც გსურთ)
სოფლის/დაბის შემთხვევაში, ირჩევთ რაიონული ცენტრის ქალაქს და შემდეგ წერთ სსოფლის/დაბის დასახლებას.
ქალაქის შემთხვევაში ირჩევთ ქალაქს და წერთ ქუჩას, ნომერს, მიკ.რაიონს და ა.შ
მისამართის დამატებისას სავალდებულოა ორი საკონტაქტო ტ/ნომრის მითითება.
მონაცემბის სრულად შეყვანის შემდგომ აკლიკებთ „დამატებას“ და მისამართი ემატება „ჩემი მისამრთები“-ის ველს.
2 ნაბიჯი: მისამართის დამატების შემდგომ, გადავდივართ ველზე „გამოძახება“
„მონიშვნაზე“ დაკლიკების შემთხვევაში ინიშნება ყველა ამანათი ერთად.
იმ შემთხვევაში თუ, კონკრეტული ამანათ(ებ)ის კონკრეტულ მისამართზე გაგზავნა გჭირდებათ ირჩევთ და ნიშნავთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ ამანათ(ებ)ს.
ამანათების არჩევის შემდგომ ირჩევთ მისამართს
კომენტარის ველს ავსებთ იმ შემთხვევაში თუ რაიმე დამნატებითი ინფორმაციის მოწოდება გჭირდებათ, მაგალითად გაქვთ სხვა ოთახის ნორმებიც, რომლის გაგზავნაც ასევე იგივე მისამრთზე გინდათ. (როგორც მოცემულ „სქრინშოთშია“ ნაჩვენბი) შეგიძლიათ დამატებით აღწეროთ თქვენი მისამართი მაგალითად „ორი ნაბიჯი კორპუსი, პირველი სადარბაზო“
„გამოძახებაზე“ დაჭერით აფორმებთ საკურიეროს.
3 ნაბიჯი: თქვენს მიერ გაფორმებული საკურიეროს სტატუს აკონტროლებთ ველიდან „გამოძახებული“ როდესაც სტატუსი „განხილვის პროცესში“ შეიცვლება სატუსით „დაკმაყოფილებულია“ - საკურიერო გამზადებულია და გადაეცემა საკურიეროს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
თბილისში „დაკმაყოფილებულია“ სტატუსის გადასვლის შემდგომ ამანათს მიიღებთ 1-2 სამუშაო დღეში. რეგიონში 1-3 სამუშაო დღეში.
ნაბიჯი 1: პირად პროფილში შესვლისას, გადავდივართ ბალანსის შევსებაზე
ნაბიჯი 2: ბალანსის შევსების ველში შეგვყავს სასურველი ოდენობის თანხა (ვაწვებით "ბალანსის შევსებას")
ნაბიჯი 3: "თიბისის" გადახდების გვერდზე გადასვლის შემდგომ, შეგვყავს ჩვენი ბარათის მონაცმები (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და სამნიშნა CVC კოდი. გადახადის განხორციელება ნებისმიერი ბანკის ბარათით შეგიძლიათ ! (ამ ეტაპზე, ონლაინ გადახდების მხარდაჭერას გვიწევს "თიბისი" ბანკი, სწორედ ამიტომ, გადახდისას მოხვდებით "თიბისის" გადახდების გვერდზე)
ნაბიჯი 4: გადახდის დასასდასტურებლად გამოგეგზავნებათ კოდი თქვენი ბანკის მიერ, რომელსაც შეიყვანთ შესაბამის ველში, გადახდის დასრულების შემდგომ, გვერდი ავტომატურად რამოდენიმე წამში დაგაბრუნებთ moveasy.ge -ზე თქვენს, პროფილში ან თავად "დახურვაზე" დაჭერით შეძლებთ დაბრუნებას.
ნაბიჯი 5: ბალანსის შევსების შემდგომ, გადახვალთ იმ კატეგორიის ამანთებზე რომლის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდაც გსურთ (მაგალითად: საწყობში მისული, გამოგზავნილი ან ჩამოსული)
ნაბიჯი 6: კარეგორიის არჩევის შემდგომ, "ჩასქროლავტ" და მონიშნავთ ამანთებს რომლების გადახდაც გსურთ (თუ ამანთი მხოლოდ ერთია შეგიძლიათ გადახდის სიმბოლოს დააწვეთ პირდაპირ, თუ რამოდენიმე უფრო კომფორტული იქნება მონიშვნა, რის შემდგომაც ბოლოში გამოგიჩნდებათ "მონიშნულეიბის გადახდა"
ნაბიჯი 1 : ვიწერთ ALIBABA-ს ოფიციალურ აპლიკაციას და ვაინსტალირებთ ან შევდივართ პირდაპირ ვებ-გვერდზე ALIBABA.COM
ნაბიჯი 2: ALIBABA-ზე რეგისტრაციის სამი მარტივი ხერხია, რეგისტრაცია GOOGLE -ის ანგარიშით / რეგისტრაცია EMAIL -ით / რეგისტრაცია FACEBOOK -ით.
რეგისტრაცი ღია და თავისუფალია არ საჭიროებს რაიმე ტიპის დახმარებას გადამზიდის მხრიდან და არ არსებობს ბლოკირების საშიშროება (როგორც ეს მაგალითად „TAOBAO“ -ს შემთხვევაშია)
ნაბიჯი 3: რეგისტრაციიას დაგჭირედებათ მხოლოდ, თქვენი სახელი/გვარის და EMAIL -ის ჩაწერა
ნაბიჯი 4: მომხმარებლის პროფილი შექმნილია (პროფილის რედაქტირება ნებისმიერი სახითაა შესაძლებელი ნებისმიერ დროს)
ნაბიჯი 5: ვეძებთ სასურველ ნივთს დასახელებით (ინგლისურად) ან ფოტოთი, ჩვენს შემთხვევაში საძიებო ველში ჩაწერილია/მოძიებულია „silicone bib”
ნაბიჯი 6: პროდუქცის ძიება: ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც მოხმამრებელს უჩნდება „ALIBABA“ - თან დაკავშირებით, არის, ის რომ პროდუქცია იშვიათად არის საცალოდ (რადგან „ALIBABA“ საბითუმო პლატფორმაა) აღნიშნული „პრობლემის“ გადაჭრის ორი გზა არსებობს 1) პროდუქციის ძიებისას გაფილტროთ პროდუქცია ისე როგორც თქვენს გსურთ რაოდენობის, ღირეულების, გამყიდველი კომპანიის რეიტინგის/სტატუსითა და ა.შ (ასევე აირჩიეთ ჩინური კომპანიები, როგორც ეს მოცემულა "სქრინშოთებზე") 2) უშუალოდ გამყიდველს შეუთანხმდეთ საცალო მოწოდებაზე (უმეტეს შემთხვევაში გამყიდველები ამას თანხმდებიან, მას შემდეგ რაც ეუბნებით, რომ გაქვთ ჩინეთის მისამრთი)
ნაბიჯი 7: სასურველი ნივთის პოვნის შემდეგ, ვხედავთ ფასებს რაოდენობის მიხედვით (იქედან გამომდაინრე, რომ „ALIBABA“ საბითუმო პლატფორმაა რაც უფრო მეტ ნივთს უკვეთავთ ფასიც შესაბამისად მცირდება) ყველა პროდუქციის ქვეშ ფუნქციაა „Chat now” (ინგლისური ვერსიის შემთხვევაში) აღნიშნულზე „დაკლიკებით“ პირდაპირ გადადიხართ კომპანიის წარმომადგენლთან/ოპერატორთან უშუალო კომუნიკაციაზე, სადაც საჭიროა ელემენტარული ინგლისური ენის ცოდნა ან „GOOGLE TRANSLATE“ -ს გამოყენება. (თავისმხრივ ჩინელი ოპერატორებიც ინგლისურ ენაზე აწარმოებენ თქვენთან მიმოწერას)
ნაბიჯი 8: სასურველია შეძენამდე, გადაამოწმოთ კომპანია, შეფასებებით/რეიტინგით/გამოხმაურებებით/და სხვა პარამეტრებით, ყველა ზ/აღნიშნული მონაცემი მითითებულია „ALIBABA“ - ზე გამყიდველი კომპანიის პროფილში.
ნაბიჯი 9: „Chat now” -ზე დაკლიკებით იწყებთ გამყიდველთან უშუალო კომუნიკაციას, უთანხმდებით ყველა დეტალზე, ეკითხებით ყველაფერს რაც გაიტნერესებთ, თქვენი მხრიდან ეუბნებით, რომ გყავთ ე.წ „SHIPPING AGENT “ -ი ჩინეთში (ანუ გაქვთ ჩინეთის მისამართი) და სწორედ ჩინეთში კონკრეტულად ქალაქ შენჟენში გინდათ გაგზავნა თქვენი ამანათის/პროდუქციის (აღნიშნულ ინფორმაციას დადებითად ხვდებიან 99% შემთხვევაში ჩინელი გამყიდველები, იქედან გამოდმაინრე, რომ უადვილდებათ ლოჯისტიკა/მიწოდება) ამის შემდეგ, უგზავნით ჩვენი საწყობის მისამართს სრულად რომელსაც გადმოაკოპირებთ თქვენი პროფილიდან (MOVEASY.GE -ზე) აუცილებლად მოსთხოვეთ გამყიდველს დააწეროს თქვენი ოთახის ნომერი (ME-… კოდი) ამანთის შეფუთვაზე (ამანათი რომ არ მოხვდეს გაურკვეველბში). შეთანხმების შემდეგ, გამყიდველი გამოგიგზავნით შესაძენ ბმულს ან შეკვეთა გამოგიჩნდებათ „MY ORDER“ -ში „ALIBABA.COM“- ზე თქვენს პროფილში.
ჩინური კომპანიის ოპერატორთან მიმოწერის/შეკვეთის მაგალითი (როგორც ზ/აღინიშნა, ამისათვის ელემენტარული ინგლისური ან „GOOGLE TRANSLATE“ საჭირო)
ნაბიჯი 10 : შედიხართ თქვენს პროფილში და გადადიხართ „შეკვეთებში“ (ინგლისურ ვერსიაში “my order”) იწყებთ გადახდის პროცედურას (ინგლისურ ვერსიაში “make payment” -ს) აწვებით
ნაბიჯი 11: გადახდის მეთოდათ ირჩევთ credit/debit card და შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები (შემდეგი თანმიმდევრობით 1) ბარათის ნომერი 2) სახელი 3) გვარი 4) ბარათის მოქემდების ვადა 5) ბარათის უკანა მხარეზე არსებული 3 ნიშნა CVC „pay now” -ზე დაჭერით ახორციელებთ გადახდას (გაითვალისწინეთ, რომ გადახდისას მცირე საკომისიო % მიაქვს „ALIABABA“-ს)
აღნიშნულის შემდეგ სასურველია რომ შეატყობინოთ გამყიდველს, გადახდის შესახებ და გაუგზვნოთ გადახდის „სქრინშოთი“
ნაბიჯი 12: შეკვეთებიდან (“my order”) აკონტროლებთ ამანათის თრექინგს და ლოგისტიკას
სულ ეს იყო, თუ რაიმეს ვერ გაიგებთ დაგვიკავშირდით და ჩვენი ოპერატორები დაგეხამრებიან: https://www.facebook.com/moveasy.ge
ნაბიჯი 1: როდესაც ამანათი აგესახებათ ჩვენს ვებ-გვერდზე (MOVEASY.GE) და მოგივათ SMS შეტოყბიენბა ტელეფონზე, საჭიროა რომ დადეკლარიროთ თქვენი ამანათი, ამისათვის შეხვალთ თქვენს ტაობაოზე შესაბამისი თრექინგის მოსაძებნად და დააჭერთ აღნიშნულ ველს
ნაბიჯი 2: მიღებული/დასადეკლარირებელი ამანათის მოსაძებნად გადადიხართ თქვენი ამნათების ლოგისტიკაში ტაობაზე, სადაც ასევე ნახავთ რომელი ნივთია (თრექინგების შედარებით) და ნივთის ღირებუელბას.
ნაბიჯი 3: ლოგისტიკაში ნახულობთ ამანათის უნიკალურ კოდს "თრექინგს" რომელსაც ადარებთ იმ "თრექინგს" რომლითაც MOVEASY.GE ზე აგესახათ ამანათი (სწორედ ასე ხვდებით თუ რომელი ამანათი აგესახათ)
ნაბიჯი 4: შედიხართ თქვენს პროფილში MOVEASY.GE -ზე ამანათების კატეგორიაში ოდნავ დაიანხავთ თქვენს ამანათებს შემდეგი წყობით საწყობში მისული / გამოგზავნილი / ჩამოსული / მიღებული სავალდებულოა!!! რომ ამანათის დეკლარაცია მოხდეს ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე, შესაბამისად ამანათის დეკალრაცია უნდა მოახდიონოთ უკვე როდესაც ამანთი საწყობშია ან როდესაც გამოგზავნილია იმ შემთხვევაში თუ ამანათი საქართველოში ჩამოსვლამდე არ იქნება დადეკლარირებული, ამანათი დარჩება საბჟო ტერმინალზე და თუ 5 დღის ვადაში არ წარადგენთ ინვოისებს ჩამოგერთმევათ შემოსავლების სამსახურის მიერ !
ნაბიჯი 5: ამანათებში ირჩევთ შესაბამის ამანათს (რომელიც ემთხვევა ტაობაოზე თქვენი ამანათის "თრექინგს" და იწყებთ დეკლარაციას, დეკლარაციის ნიშნაზე "დაკლიკებით". ამანათის დეკლრაცია მარტივი პროცედურა რომელიც სულ 3 ნაბიჯისაგან შედგება)
ნაბიჯი 6: 1 - ირჩევთ ამანათის ტიპს შესაბამისი კატეგორიით (მაგალითად: სათამაშო და სპორტული ინვენტარი) 2 - ირჩევთ მაღაზიას სადაც შეიძინეთ პროდუქცია (მაგალითად: TAOBAO) 3 - უთითებთ თანხას და ვალუტას (სასურველია ვალუტა მიუთითოთ ჩინური იუანი) აუცილებლად გაითვალისინეთ !!! თანხა ზუსტად უნდა იყოს მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ თქვენი ამანათის გადამოწმება მოხდება საბაჟოზე და დეკლარაციაში მითითებული თანხა არ დაემთხვევა ინვოისში წარდგენილ თანხას დაჯარიმდებით შემოსავლების სასმხურის მიერ !!!
"აკლიკებთ" გაგზავნას, დასრულდა თქვენი ამანათი დადეკლარირებულია. კომენტარის ველის შევსება არ წარმოადგენს სავალდებულო პროცედურას შეგიძლიათ შეუვსებელი დატოვოთ.
ნაბიჯი 7: ინვოისის ატვირთვა/გაგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო თუ თქვენ იცით, რომ თქვენი ამანათი დაექვემდებარება განბაჟებას (მაგალითად: აღებმატება 300 ₾ ან 30 კილოგრამს) გარდა ამისა თუ ჩამოსვლისას საბაჟომ მიიჩნია, თქვენი ამანათი/ამანათები კომრეციულად და მოგთხოვათ ინვოისის წარდგენა ასევე უნდა ატვირთოთ ინვოისის შესაბამისად მითითებულ ფორმატში.
სხვა შემთხვევაში ინვოისის ატვირთვა არ არის საჭირო !
ნაბიჯი 8: დეკლარაციის დასრულების შემდეგ, თქვენი ამანათი დეკლარაციის სტატუსი უნდა გამწვანდეს აღნიშნული ნიშნავს რომ ამანათი წარმატებით დადეკლარირდა