საკურიერო სერვისის გასაფორმებლად ამანათ(ებ)ი უნდა იყო ჩამოსული/გადახდილი/დადეკლარირებული.
1 ნაბიჯი: პირადი ანგარიშიდან შევდივართ „საკუროერო“-ში და ვამატებთ მისამართს (მისამართების დამატებაში არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი მისამართი რამდენიც გსურთ)
სოფლის/დაბის შემთხვევაში, ირჩევთ რაიონული ცენტრის ქალაქს და შემდეგ წერთ სსოფლის/დაბის დასახლებას.
ქალაქის შემთხვევაში ირჩევთ ქალაქს და წერთ ქუჩას, ნომერს, მიკ.რაიონს და ა.შ
მისამართის დამატებისას სავალდებულოა ორი საკონტაქტო ტ/ნომრის მითითება.
მონაცემბის სრულად შეყვანის შემდგომ აკლიკებთ „დამატებას“ და მისამართი ემატება „ჩემი მისამრთები“-ის ველს.
2 ნაბიჯი: მისამართის დამატების შემდგომ, გადავდივართ ველზე „გამოძახება“
„მონიშვნაზე“ დაკლიკების შემთხვევაში ინიშნება ყველა ამანათი ერთად.
იმ შემთხვევაში თუ, კონკრეტული ამანათ(ებ)ის კონკრეტულ მისამართზე გაგზავნა გჭირდებათ ირჩევთ და ნიშნავთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ ამანათ(ებ)ს.
ამანათების არჩევის შემდგომ ირჩევთ მისამართს
კომენტარის ველს ავსებთ იმ შემთხვევაში თუ რაიმე დამნატებითი ინფორმაციის მოწოდება გჭირდებათ, მაგალითად გაქვთ სხვა ოთახის ნორმებიც, რომლის გაგზავნაც ასევე იგივე მისამრთზე გინდათ. (როგორც მოცემულ „სქრინშოთშია“ ნაჩვენბი) შეგიძლიათ დამატებით აღწეროთ თქვენი მისამართი მაგალითად „ორი ნაბიჯი კორპუსი, პირველი სადარბაზო“
„გამოძახებაზე“ დაჭერით აფორმებთ საკურიეროს.
3 ნაბიჯი: თქვენს მიერ გაფორმებული საკურიეროს სტატუს აკონტროლებთ ველიდან „გამოძახებული“ როდესაც სტატუსი „განხილვის პროცესში“ შეიცვლება სატუსით „დაკმაყოფილებულია“ - საკურიერო გამზადებულია და გადაეცემა საკურიეროს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს.
თბილისში „დაკმაყოფილებულია“ სტატუსის გადასვლის შემდგომ ამანათს მიიღებთ 1-2 სამუშაო დღეში. რეგიონში 1-3 სამუშაო დღეში.