ნაბიჯი 1: ქვედა მარჯვენა ველიდან გადავდივართ ჩვენს პროფილში, შემდეგ ზედა მარჯვენა ველიდან შევდივართ პროფილის რედაქტირებაში.
ნაბიჯი 2: ვაწვებით პირველივე გრაფას ჩამონათვალში მისამართის შესაცვლელად.
ნაბიჯი 3: ვაწვებით ქვევით ყვითელ ჩარჩოში მოცემულ ველს ახალი მისამართის დასამატებლად.
ნაბიჯი 4: ვწერთ ჩვენს სახელსა და გვარს ლათინურად ME ოთახის ნომერთად ერთად, რომელსაც მოგანიჭებთ ჩვენი ვებ-გვერდი MOVEASY.GE ვუთითებთ ჩვენი ჩინეთის საწყობის საკონტაქტო მობილურის ნომერს, რომელიც მოცემულია ვებ-გვერდზე (13632643714) ქვეყნის კოდს +86 (ჩინეთი) არ ცვლით. მესამე გრაფაში დაკლიკებით ვიწყებთ მისამართის დამატებას. ბოლო გრაფაში ვუთითებთ საფოსტო ინდექს, რომელიც ასევე მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენს მისამართში (518127)
ნაბიჯი 5: ვაწვებით მარცხნივ მოცემულ იეროგლიფებს
ნაბიჯი 6: ვირჩევთ პროვინციას G გრაფაში მეორე
ნაბიჯი 7: ვირჩევთ ქალაქს S გრაფაში მეოთხე
ნაბიჯი 8: ვირჩევთ რაიონს B გრაფაში პირველი
ნაბიჯი 9: ვირჩევთ ქუჩას F გრაფაში მეორე
ნაბიჯი 10: ჩვენი ვებ-გვერდიდან MOVEASY.GE დან ვაკოპირებთ სრულ მისამართს (ME კოდის ჩათვლით)
ნაბიჯი 11: მეოთხე გრაფაში სრულად ვაკოპირებთ ჩვენს მისამართს (ასევე თქვენი ME ოთახის ნომერი) თუ დამახსოვრებულია ძველი არსებული მისამართი ვშლით. მეხუთე გრაფაში აუცილებლად ვნიშნავთ ღილაკს !!! რათა ჩვენი მისამართი დაემატოს თქვენს TAOBAO ანგარიშს, როგორც მთავარი მისამართი (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ამანათები ისევ ძველ მისამართზე გაიგზავნება) ბოლოს ვადასტურებთ ყვითელ გრაფაში ჩასმული ორი იეროგლიფით ახალი მისამართის დამატებას. გილოცავთ ! ჩვენი (MOVEASY.GE) მისამართი დამატებულია, როგორც თქვენი მთავარი TAOBAO-ს მისამართი. წარმატებულ 'შოპინგს' გისურვებთ !