ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება:
ერთის მხრივ შპს „მუვიზი“ შემდგომში საფოსტო კომპანია, ვებ-გვერდი: WWW.MOVEASY.GE, ტელ: +99558705252 მისამართი: ქ.თბილისი, ნავთლუღის N29 და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „მუვიზი“ -ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს „ME“ სამომხმარებლო ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „მუვიზის“ მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე და მომხმარებელი თავის მხრივ ეთანხმება მას საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე WWW.MOVEASY.GE რეგისტრაციით და კომპანიისგან მომსახურების მიღებით. მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციის პროცედურების დაწყებამდე გაეცნო, ეთანხმება, სრულად მიიღო და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესების ერთობლიობით.
1. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა
1.1 ჩინეთიდან 1 კგ ამანათის საჰაერო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 10.75 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტს ლარში. იმ შემთხვევაში, თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება მოცულობითი წონით.
1.2 ამანათების წონის დამრგვალება ხდება ავია გზავნილის შემთხვევაში 100 გრ–მდე გადასახდელი თანხა განისაზღვრება ამანათის ზუსტი წონის მიხედვით პარაგრაფი 1.1–ში განსაზღვრული მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
1.3 ამანათის ტრანსპორიტრების ღირებულების გადახდა ხდება ვებ-გვერდ WWW.MOVEASY.GE საშაულებით ან შპს „მუვიზი“-ს ოფისში.
2. მომხამრებლის ვალდებულებები
2.1 მომხამრებელი ვალდებულია შპს „მუვიზი“-ს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მისი ამანათის შემცველობის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა კომპანიას უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
2.2 მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში შპს „მუვიზი“ არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
აკრძალული პროდუქციის სია:
3. განბაჟება
3.1 საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით შპს „მუვიზი“–ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა ნივთის დეკლარირება(ნივთის გამომგზავნის, ნივთის დასახელების, ნივთის სახეობის და ფასის მითითება). ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
3.2 განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს კომპანიის უფლებამოსილი პირი-დეკლარანტი.
3.3 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას საფოსტო კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), შპს „მუვიზი“ უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
4. გაცემა
4.1 ამანათის მომხმარებლისთვის გადაცემისას მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი (ID ბარათი ან პასპორტი) .
4.2 მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს ამანათის/ამანათების რაოდენობა მისი მიღებისას კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები აღარ მიიღება. ყველა შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ამანათზე და მის შიგთავსზე, მომხმარებლის მიერ, ამანათის მიღების ფილიალიდან ამანათის გატანის შემთხვევაში.
4.3 კომპანია უფლებამოსილია არ გადასცეს მომხმარებელს ამანათი, იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელს გააჩნია კომპანიის დავალიანება.