1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1.1. წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით moveasy.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც moveasy.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც moveasy.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.`
1.2. moveasy.ge იღებს პასუხისმგებლობას, რომ:
1.2.1. ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
1.2.2. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
1.2.3. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
1.3. პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
1.4. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
1.4.1. რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
1.4.2. მონაცემთა დამუშავების მიზანი;
1.4.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
1.4.4. რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
1.4.5. ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
1.4.6. მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
1.5. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
1.6. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
1.7. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება moveasy.ge-ს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.
1.8. moveasy.ge -ს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, moveasy.ge -ს მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.
1.9. ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
1.10. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
1.10.1. ანგარიშის გახსნა
1.10.2. ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა
1.10.3. ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება
1.10.4. ჩვენ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში, გამოკითხვებში მონაწილეობა
1.10.5. კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება
1.10.6. ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა
1.10.7. ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა
1.10.8. ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“).
1.11. საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
1.12. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.
1.13. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
1.13.1. IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
1.13.2. ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
1.13.3. ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
1.13.4. ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.
1.14. შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება:
1.14.1. თქვენთან ურთიერთობისთვის;
1.14.2. ვებ-გვერდით სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;
1.14.3. თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
1.14.4. ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
1.14.5. იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
1.14.6. ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
1.14.7. ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
1.14.8. ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;
1.14.9. კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
1.14.10. ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;
1.14.11. ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;
1.14.12. ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
1.14.13. საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
1.14.14. ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;
1.14.15. ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
1.14.16. ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით;
1.14.17. ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
1.14.18. ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
1.14.19. ვებ-გვერდისა და მისი კომპონენტების ადაპტირებისათვის.
1.15. პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანია:
1.15.1. მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
1.15.2. პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
1.15.3. ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
1.15.4. ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
1.15.5. ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
1.16. თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია moveasy.ge -ს თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.
1.17. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
1.17.1. როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
1.17.2. როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით
1.17.3. როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
1.17.4. როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
1.18. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.
1.19. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე
1.20. ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.
1.21. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
1.21.1. IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
1.21.2. ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
1.21.3. ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
1.21.4. ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.
1.22. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
1.23. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
1.24. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
1.25. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.
1.26. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
1.27. 18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ moveasy.ge -თ სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა moveasy.ge -თ თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.
1.28. თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
1.28.1. კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
1.28.2. იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
1.28.3. შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
1.29. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
1.30. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.
1.31. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.
1.32. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.
1.33. ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
1.34. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
1.35. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
1.36. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
1.37. მისამართი: თბილისი, ნავთლუღის ქ. N29
1.38. ტელ: 598 70 52 52
1.39. ელ-ფოსტა: moveasyge@gmail.com