ნაბიჯი 1 : ვიწერთ ALIBABA-ს ოფიციალურ აპლიკაციას და ვაინსტალირებთ ან შევდივართ პირდაპირ ვებ-გვერდზე ALIBABA.COM
ნაბიჯი 2: ALIBABA-ზე რეგისტრაციის სამი მარტივი ხერხია, რეგისტრაცია GOOGLE -ის ანგარიშით / რეგისტრაცია EMAIL -ით / რეგისტრაცია FACEBOOK -ით.
რეგისტრაცი ღია და თავისუფალია არ საჭიროებს რაიმე ტიპის დახმარებას გადამზიდის მხრიდან და არ არსებობს ბლოკირების საშიშროება (როგორც ეს მაგალითად „TAOBAO“ -ს შემთხვევაშია)
ნაბიჯი 3: რეგისტრაციიას დაგჭირედებათ მხოლოდ, თქვენი სახელი/გვარის და EMAIL -ის ჩაწერა
ნაბიჯი 4: მომხმარებლის პროფილი შექმნილია (პროფილის რედაქტირება ნებისმიერი სახითაა შესაძლებელი ნებისმიერ დროს)
ნაბიჯი 5: ვეძებთ სასურველ ნივთს დასახელებით (ინგლისურად) ან ფოტოთი, ჩვენს შემთხვევაში საძიებო ველში ჩაწერილია/მოძიებულია „silicone bib”
ნაბიჯი 6: პროდუქცის ძიება: ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც მოხმამრებელს უჩნდება „ALIBABA“ - თან დაკავშირებით, არის, ის რომ პროდუქცია იშვიათად არის საცალოდ (რადგან „ALIBABA“ საბითუმო პლატფორმაა) აღნიშნული „პრობლემის“ გადაჭრის ორი გზა არსებობს 1) პროდუქციის ძიებისას გაფილტროთ პროდუქცია ისე როგორც თქვენს გსურთ რაოდენობის, ღირეულების, გამყიდველი კომპანიის რეიტინგის/სტატუსითა და ა.შ (ასევე აირჩიეთ ჩინური კომპანიები, როგორც ეს მოცემულა "სქრინშოთებზე") 2) უშუალოდ გამყიდველს შეუთანხმდეთ საცალო მოწოდებაზე (უმეტეს შემთხვევაში გამყიდველები ამას თანხმდებიან, მას შემდეგ რაც ეუბნებით, რომ გაქვთ ჩინეთის მისამრთი)
ნაბიჯი 7: სასურველი ნივთის პოვნის შემდეგ, ვხედავთ ფასებს რაოდენობის მიხედვით (იქედან გამომდაინრე, რომ „ALIBABA“ საბითუმო პლატფორმაა რაც უფრო მეტ ნივთს უკვეთავთ ფასიც შესაბამისად მცირდება) ყველა პროდუქციის ქვეშ ფუნქციაა „Chat now” (ინგლისური ვერსიის შემთხვევაში) აღნიშნულზე „დაკლიკებით“ პირდაპირ გადადიხართ კომპანიის წარმომადგენლთან/ოპერატორთან უშუალო კომუნიკაციაზე, სადაც საჭიროა ელემენტარული ინგლისური ენის ცოდნა ან „GOOGLE TRANSLATE“ -ს გამოყენება. (თავისმხრივ ჩინელი ოპერატორებიც ინგლისურ ენაზე აწარმოებენ თქვენთან მიმოწერას)
ნაბიჯი 8: სასურველია შეძენამდე, გადაამოწმოთ კომპანია, შეფასებებით/რეიტინგით/გამოხმაურებებით/და სხვა პარამეტრებით, ყველა ზ/აღნიშნული მონაცემი მითითებულია „ALIBABA“ - ზე გამყიდველი კომპანიის პროფილში.
ნაბიჯი 9: „Chat now” -ზე დაკლიკებით იწყებთ გამყიდველთან უშუალო კომუნიკაციას, უთანხმდებით ყველა დეტალზე, ეკითხებით ყველაფერს რაც გაიტნერესებთ, თქვენი მხრიდან ეუბნებით, რომ გყავთ ე.წ „SHIPPING AGENT “ -ი ჩინეთში (ანუ გაქვთ ჩინეთის მისამართი) და სწორედ ჩინეთში კონკრეტულად ქალაქ შენჟენში გინდათ გაგზავნა თქვენი ამანათის/პროდუქციის (აღნიშნულ ინფორმაციას დადებითად ხვდებიან 99% შემთხვევაში ჩინელი გამყიდველები, იქედან გამოდმაინრე, რომ უადვილდებათ ლოჯისტიკა/მიწოდება) ამის შემდეგ, უგზავნით ჩვენი საწყობის მისამართს სრულად რომელსაც გადმოაკოპირებთ თქვენი პროფილიდან (MOVEASY.GE -ზე) აუცილებლად მოსთხოვეთ გამყიდველს დააწეროს თქვენი ოთახის ნომერი (ME-… კოდი) ამანთის შეფუთვაზე (ამანათი რომ არ მოხვდეს გაურკვეველბში). შეთანხმების შემდეგ, გამყიდველი გამოგიგზავნით შესაძენ ბმულს ან შეკვეთა გამოგიჩნდებათ „MY ORDER“ -ში „ALIBABA.COM“- ზე თქვენს პროფილში.
ჩინური კომპანიის ოპერატორთან მიმოწერის/შეკვეთის მაგალითი (როგორც ზ/აღინიშნა, ამისათვის ელემენტარული ინგლისური ან „GOOGLE TRANSLATE“ საჭირო)
ნაბიჯი 10 : შედიხართ თქვენს პროფილში და გადადიხართ „შეკვეთებში“ (ინგლისურ ვერსიაში “my order”) იწყებთ გადახდის პროცედურას (ინგლისურ ვერსიაში “make payment” -ს) აწვებით
ნაბიჯი 11: გადახდის მეთოდათ ირჩევთ credit/debit card და შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები (შემდეგი თანმიმდევრობით 1) ბარათის ნომერი 2) სახელი 3) გვარი 4) ბარათის მოქემდების ვადა 5) ბარათის უკანა მხარეზე არსებული 3 ნიშნა CVC „pay now” -ზე დაჭერით ახორციელებთ გადახდას (გაითვალისწინეთ, რომ გადახდისას მცირე საკომისიო % მიაქვს „ALIABABA“-ს)
აღნიშნულის შემდეგ სასურველია რომ შეატყობინოთ გამყიდველს, გადახდის შესახებ და გაუგზვნოთ გადახდის „სქრინშოთი“
ნაბიჯი 12: შეკვეთებიდან (“my order”) აკონტროლებთ ამანათის თრექინგს და ლოგისტიკას
სულ ეს იყო, თუ რაიმეს ვერ გაიგებთ დაგვიკავშირდით და ჩვენი ოპერატორები დაგეხამრებიან: https://www.facebook.com/moveasy.ge